მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, ატელიე „კალთა“-ს ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.
თბილისის „თეატრი № 1“-ის მსახიობებმა წარმოადგინეს სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს“. ღონისძიება მუსიკაური ნომრებით გააფორმეს, მარკუს მეტრეველმა, მანანა თოდაძემ, გიორგი შავლაშვილმა, ქეთი წიკლაურმა და ანსამბლმა „ჭყონდიდი“.
საღამო ეროვნული სამოსის ჩვენებით დაიხურა, რომელიც ატელიე „კალთა“-ს დამფუძნებელმა და დიზაინერმა სოფო კალანდიამ შექმნა.