მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა და მარტვილის მუნიციპელიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მარტვილის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდა.
შეხვედრაზე პროექტ „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ საკითხები განიხილეს. პროექტის მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორში გაზრდილი კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, სურსათის წარმოების გაძლიერება.
პროექტი ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით.
პროექტის ბენეფიციარები არიან შერჩეული მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლება, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები, ასევე შერჩეული მუნიციპალიტეტების სოფლის თემები, მათ შორის სოფლად მცხოვრები ოჯახები, სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლები, მწარმოებელთა ჯგუფები, სექტორული ასოციაციები, ახალგაზრდული ჯგუფები და ქალები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content