მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, გაეროს სურასათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მარტვილის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის ფერმერები, აგროტურიზმში ჩართული მეწარმეები და სხსვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
პროექტი „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ ადგილობრივი საჭიროებების მოკვლევას და საინიციატივო ჯგუფებისაგნ ინიცირებული პროექტების დაფინანსებას მოიაზრებს და მისი მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორში გაზრდილი კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, სურსათის წარმოების გაძლიერება.
პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: მარტვილი, კასპი და ჩოხატაური. მთავარი პარტნიორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროექტის ბენეფიციარები არიან შერჩეული მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლება, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები, ასევე შერჩეული მუნიციპალიტეტების სოფლის თემები, მათ შორის სოფლად მცხოვრები ოჯახები, სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლები, მწარმოებელთა ჯგუფები, სექტორული ასოციაციები, ახალგაზრდული ჯგუფები და ქალები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content