„ჭყონდიდლობის“ დასკვნითი ღონისძიება

მარტვილის მუნიციპალიტეტში „ჭყონდიდლობის“ აღსანიშნავი ღონისძიებები საპატიო მარტვილელის დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიამ საპატიო მარტვილელის წოდება მიანიჭეს 10 ღვაწლმოსილ მოქალაქეს:
ფრიდონ ინჯია – ინჟინერი, პროფესორი, პოლიტიკოსი. სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ალექსი კირთაძე – მათემატიკოსი. 1990 წელს დაიცვა სამეცნიერო ხარისხი. 40 წელია სასწავლო-სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა. აქვს მონოგრაფია ათზე მეტი სახელმძღვანელო. 70 სამეცნიერო შრომა.
გინორი ჯანაშია – მარტვილის სატყეო მეურნებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა პოზიციაზე.
ნუგზარ ცანავა – მშენებელ-ინჟინერი. ხვადასხვა პოზიციაზე საჯარო სმსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
მურმან სურმავა – 1977 წლიდან დღემდე საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა პოზიციაზე.
გოგოშა გეგელია – იურისტი, ნოტარიუსი, პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
ზაურ ჯიჯელავა – კურზუს საჯარო სკოლის პედაგოგი. სხვადასხვა სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
მარინე ლაგვილავა – ექიმი, ხელოვანი. საგანგებო სიტუაციიების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმი. ქარგავს, ქმნის უნიკალურ თოჯინებს და სამკაულებს, არის საქართველოს მქარგველების და ხელმარჯვეების ასოციაციის თანადამფუძნებელი და საქართველოს მეთოჯინეთა კლუბის წევრი.
ილია ერქვანია – ჟურნალისტი. ხვადასხვა პოზიციაზე საჯარო სმსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 2019 წელს დააარსალიტერატურული ფესტივალი „ქუჯი“.
მიტროპოლიტი სტეფანე – ჭყონდიდს, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი. ახალგაზრდობი სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე.
ჭყონდილობის აღნიშვნა კი ჯგუფი „ურსას“ კონცერტით დასრულდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content