მარტვილში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე მეოთხედ იმართება.
თავისუფლების ქუჩაზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მარტვილში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი.
18:00 საათიდან გალა კონცერტი გაიმართება. ასევე აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. საღამო კი საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.