6 სექტემბერს 12:00 საათზე საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა,რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხიები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 სექტემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოების კორექტირებული ნუსხის მოწონების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ბალდა-გაჭედილის (სკურდი) წყალმომარაგების სისტემის ობიექტების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მარტვილის კეთილმოწყობის ცენტრი“-სთვის, მეთვალყურეობისა და მოვლა პატრონობის მიზნით, უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; /მომხსენებელი-მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროს სიმონ რევია/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
5. სხავადასხვა.
აღნიშნულ საკითხებზე მიღებულიქნა შესაბამისი განკარგულებები.