17 აპრილს , მარტვილის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში , გაიმართა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, პეტრე და ნატო კირთაძეებისადმი მიძღვნილი, ხსოვნის საღამო. საღამოს ორგანიზატორი იყო, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების , სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი, მურმან წოწორია. საღამოს ესწრებოდნენ : ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე, საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, საკრებულოსა და გამგეობის სხვა თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები და მოსწავლეები. საღამოზე წაკითხულ იქნა ლექსები , ასევე შესრულდა სიმღერები მოსწავლეების მიერ. მისმა მეგობრებმა გაიხსენეს პეტრე კირთაძის მოღვაწეობის პერიოდი და წაიკითხეს ამონარიდები მისი წიგნიდან „ცივი კერია“ .