პრემიერა მარტვილში

მარტვილის კულტურის სახლში გაიმართა ლაშა თაბუკაშვილის სპექტაკლის „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“-ს პრემიერა  . სპექტაკლს ესწრებოდა , კულტურის საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“-ს დამფუძვნებელი ნინელი ჭანკვეტაძე . იგი არის იდეის ავტორი, მარტვილში მოზარდ მაყურებელთა თეატრის დაარსებისა.  ქალბატონი ნანული პირველი იყო ვინც ნინიკოს როლი შეასრულა აღნიშნულ სპექტაკლში , მას ამ როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრიზი. აღნიშნული პრიზი და ასევე ფოტო, რომელზეც გამოსახულია ერთ-ერთი ეპიზოდი სპექტაკლიდან “დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, ქალბატონმა ნინელიმ საჩუქრად გადასცა მარტვილის თეატრს.

ნინელი ჭანკვეტაძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ თვითმართველობას , ბატონ ალექსი გაბისონიას, დამსწრე საზოგადოებას და მიულოცა მათ ეს მნიშვნელოვანი დღე.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  ალექსი გაბისონია და მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისთვის .

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content