გასვლითი სხდომა კურორტ ლებარდეში

4 სექტემბერს 14:00 საათზე კურორტ ლებარდეში მარტვილის მუნიციპალიტეტის გასვლითი  სხდომა  ჩატარდა.  გასვლითი სხდომა კურორტის პოპულარიზაციასა და განვითარებას ემსახურებოდა. ეთხოვოს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს და გამგეობის  შესაბამის სამსახურებს, რომ 2016 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინონ მარტვილიდან ლებარდემდე საავტომობილო გზის საპროექტო სამუშაოების თანხა, ასევე ეთხოვოს გამგებელს,  შესაბამის უწყებებთან ერთად, შედგეს კურორტ ლებარდეს განაშენიანების სტრატეგიული  გეგმა.  სხოდის დაწყებამდე კურორტის ტაპარა სამლოცველოში   მამა იაკობმა პარაკლისი გადაიხადა და გასვით სხდომაზე მყოფნი დალოცა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშის (მეორე კვარტალი) შეფასება;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
/თანამომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი/
სხდომა ლებარდეში

3.ქ. მარტვილში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე ავთანდილ ხურცილავას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
/თანამომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი/
4.სხვადასხვა.
აღნიშნულ საკითხებზე მიღებულ იქნა შესაბამისი  განკარგულებები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content