სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონიასთან და მუნიციპალიტეტის გამგებელ ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად, მარტვილში ორი ახალი გზა გახსნა, რომელიც ჯამში 7 სოფელს აკავშირებს და რომლითაც 10 ათასამდე ადამიანი სარგებლობს.
დიდი ჭყონი-ლედგებე-გურძემი-კიწია-ნოღასა და სალხინო-წაჩხურას უბნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ჯამში 2 324 236 ლარი დაიხარჯა, იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
გზის შენებლობაზე 200-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.
გზის გახსნას ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის.