ახალი სასწავლო წელი

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონიამ მუნიციპალიტეტის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს პაშა გულორდავასთან ერთად, მუნიციპალიტეტის სკოლებს სტუმრობდა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები , შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, წარმატებული მოსწავლეები ქების სიგელებით დაჯილდოვდნენ.
პირველ კლასელებს, ნეთბუქები საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ბარამიამ გადასცა.
საკრებულოს თავმჯდომარემ და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content