28 ოქტომბერს მარტვილის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2016 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N43 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N44 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისათვის უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/