დედა ენის დღე მარტვილში

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტში არაერთი ღონისძიება ჩატარდა. დედაენის კვირეულის „ენა ბურჯი ეროვნებისა“-ს ფარგლებში გაიმართა ესსეების კონკურსი, ჩატარდა ტესტირება ქართულ ენაში, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელების მიერ წარმოდგენილ იქნა მხატვრული ნომრები, მოეწყო გამოფენა მარტვილის საჯარო ბიბლიოთეკის ეზოში. 14 აპრილს კი გაიმართა დასკვნითი ღონისძიება მარტვილის კულტურის სახლში. ღონისძიებაში საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები და წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები. ღონისძიების ბოლოს, პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს საჩუქრად წიგნები გადაეცა. პროექტი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content