საკრებულოს თავმჯდომარე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის საჯარო სკოლის უფროს კლასელებსა და მათი სკოლის დირექტორს შორენა ახვლედიანს შეხვდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რომელიც საჯარო მოხელის ფუნქციებსა და მოვალეობებს შეეხებოდა. ასევე საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდა თაობა აქტიურად უნდა იყოს ჩართული იმ მოვლენებში რაც მათ მუნიციპალიტეტში ვითარდება. ვინაიდან, მისი თქმით, ეს არის თაობა, რომლებმაც რამდენიმე წელიწადში სახელმწიფოს მართვა უნდა გადაიბაროს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content