ჭყონდიდლობის აღნიშვნა საზეიმო ღონისძიებებით გრძელდება

ჭყონდიდლობის დღესასწაულის აღნიშვნა მარტვილში საზეიმო ღონისძიებებით გაგრძელდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად მარტვილის ცენტრალური სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული, კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერეს.
მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან, თელავისა და ახმეტის მერებთან ერთად, სერგიეთის საფეხბურთო ბაზაზე გამართული მასტერ ლიგის მონაწილე გოგოები სიგელებით დააჯილდოვა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშია საპატიო მარტვილელის წოდება მიანიჭა 5 ღვაწლმოსილ მოქალაქეს: ზოია გალდავას, ალექსანდრე გრიგალავას, გოგილო ბასილაიას, ემილი გალდავას და დემურ ახალაიას.
საზეიმო ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content