ჭყონდიდლობის ანონსი

✅ მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ – მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე -’’ჭყონდიდლობა’’ აღინიშნება.
2022 წლის ჭყონდიდლობის დღესასწაულის პროგრამა:
▶ 10:00 საათი – საზეიმო წირვა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში;
▶ 11:00 საათი – წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობა;
▶ 12:00 საათი – „We play strong-master league” გოგონათა სამოყვარულო ფეხბურთი სოფელ სერგიეთში საფეხბურთო ბაზაზე;
▶ 12:30 საათი – კონცერტი მუნიციპალიტეტის სკოლების მონაწილეობით;
▶ 15:00 საათი – ჭყონდიდლობისადმი მიძღვნილი კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით;
▶ 19:00 საათი – გელა გნოლიძე და ღამის შოუს ბენდი.
მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზები, გამოფენები საჯარო ბიბლიოთეკაში და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ–სანახაობრივ ღონისძიებებში. დაესწრონ საზეიმო კონცერტს ღია ცის ქვეშ, ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით.
🎉 ღონისძიებას დაასრულებს გრანდიოზული ფოიერვერკი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content