1 მარტს 13:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსები.
კომისიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები განიხილა და სამსახურის უფროსებისაგან, არსებულ კითხვებზე პასუხები მოისმინა.