3 აპრილს, 12:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფროსი ქეთევან ბაჩილავა, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 აპრილის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე;
/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე;
/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4.მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე ილარიონ ბასილაიას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ;
/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5.მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე ვალერი ფაილოძის ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალთან დაკავშირებით დახმარების გაწევის თაობაზე;
/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
6.მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე ედემი ნაჭყებიას ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალთან დაკავშირებით დახმარების გაწევის თაობაზე.
/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები და დადგენილება.