19 მაისს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, მარტვილელი მოსწავლის ნანა ჯიქიას ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ზურა ორმოცაძე, თორნიკე სვანსკი ჯანხოთელი, ნანა ჯიქია, გიორგი ფრუიძე, სოფიო მაისურაძე, საბა ჩაჩუა, გოჩა ჭაბუკაიძე, ხატია კუტივაძე, ქუთაისელი პაჯო.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა, ერთი წლის ვივიანა ქვირიას ანგარიშზე მისი მკურნალობის დასაფინანსებლად.