რაიონული პროკურატურის ინიციატივით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა

19 მაისს მარტვილის მუნიციპალიტეტში, სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სხვადასხვა შემეცნებითი და სპორტული პროექტები ჩატარდა.

ერთ–ერთი პროექტის ფარგლებში, რომლიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ისტორიის ცოდნის გაღრმავებას, სოფელ თამაკონის მოსწავლეებმა, სენაკის რაიონული პროკურატურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერეს.

ხოლო მეორე პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს შორის შეჯიბრი გაიმართა მინი ფეხბურთში. მასში მონაწილეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის, N1 საჯარო სკოლა,  N2 საჯარო სკოლა, სოფ. სერგიეთის საჯარო სკოლა და კერძო სკოლა „სხივი“ იღებდნენ. ფინალური შეხვედრა 19 მაისს ქ.მარტვილის N1 საჯარო სკოლასა და სერგიეთის საჯარო სკოლას შორის „სხივის“ სპორტდარბაზში გაიმართა, რომელშიც გამარჯვება სერგიეთის მოსწავლეებმა მოიპოვეს.
ფინალისტ გუნდებს სიგელები, თასები და მედლები  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილემ თეიმურაზ ჯალაღონიამ გადასცა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content