1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონს ხუხუას სახელობის კულტურის სახლის ფოიეში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.
11:00 საათიდან მოეწყო, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის სახვითი ხელოვნების წრის მოსწავლეების ნახატების გამოფენა. (პედაგოგი. გიორგი გაწერელია). ხოლო 14:00 საათზე მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართება ვეფხისტყაოსნის 850 წლისთავისთვის მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია “ერის საუნჯე”. (პედაგოგი. მანანა ბეჭვაია)
მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და შემდეგ ლიტერატურულ კომპოზიციას დაესწრნენ.