მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის კულტურის სახლში წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.
კონცერტს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე, ჭყონის კულტურის სახლის შემოქმედებითმა ჯგუფებმა სხვადასხვა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მარტვილში სტუმრად მყოფი პოლონური დელეგაციაც დაესწრო.