ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონს მშობლიურ ქალაქში შეხვედრა მოუწყვეს.
მარტვილელი რამაზ სილაგავა დორტმუნდში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონს 6 ივლისს მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები და გულშემატკივრები შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. რამაზს მუნიციპალიტეტის სახელით სიმბოლური და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.