ბიუროს სხდომა

2 მარტს, 14:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა. ბიურომ საკრებულოს მორიგ სხდომაზე გასატანი საკითხები დაამტკიცა, რომელიც 5 მარტს 12:00 სთ–ზე გაიმართება საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების–სამსახურის უფროსების ანგარიშები 2017 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.მარტვილის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაზე სამართლებრივი დასკვნის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

6.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 ივნისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content