გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის ინიციატივით, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია, სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროექტების შესახებ, რომელიც დეპუტატებს, მარტვილის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ეკატერინე ნაროუშვილმა წარუდგინა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმირება მიმდინარე სახელწიფო პროგრამებისა და ამ მიმართულებით მარტვილის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული პროექტების თაობაზე.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, საკრებულოს წევრები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.