12 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და ვიცე მერი დავით სურმავა, შვეიცარიაში გაცვლითი პროგრამით მყოფ მოსწავლეს შეხვდნენ.
შვეიცარიაში ქართველთა თანადგომის ასოციაციის პრეზიდენტის ქეთი კრებსელის და მარტვილელი ბიზნესმენის ტერენტი კვესელავას ინიციატივითა და მხარდაჭერით, სასკოლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 5–25 მაისს, ქ. მარტვილის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა რუხაია შვეიცარიაში იმყოფებოდა, სადაც იგი გაეცნო ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს, სასკოლო პროგრამებს და შვეიცარელ თანატოლებს საქართველო შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც შეიცავდა ზოგადი ინფორმაცია მისი ადგილმდებარეობისა და ტურისტული მრავალფეროვნების შესახებ.
მერიის სააქტო დარბაზში დამსწრე საზოგადოებას, №2 საჯარო სკოლის მოსწავლემ თავისი შთაბეჭდილებები და ემოციები გაუზიარა და აღნიშნა, რომ ამ გაცვლით პროგრამას მოყვა უკუკავშირი, რის შედეგადაც საქართველოს მისი შვეიცარელი თანატოლებიც ესტუმრებიან.