25 სექტემბერს, მარტვილში ტრადიციულად წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცესის გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე – “ჭყონდიდლობა“ აღინიშნა.
„ჭყონდიდლობა“ არაერთი ღონისძიებით აღინიშნა. საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ, მერმა ალექსანდრე გრიგალავამ და სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი, დაათვალიერეს გამოფენები, დაესწრნენ სპორტულ ღონისძიეებს სასპორტო სკოლის ეზოსა და მარტვილოს საფეხბურთო ბაზაზე და სხვ.
მთელი დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწლეობით, მარტვილელებს დღესასწაული სიმღერით მიულოცეს, პოლონეთიდან ჩამოსულმა მუსიკოსთა დასმა „Towarzystwo Spiewacze z Odolanowa“ – მ.
დღესასწაული ქართველი ვარსკვლავების კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას ვერიკო ტურაშვილი, სალომე ბაკურაძე, მაკა ზამბახიძე და გიორგი არჩვაძე იღებდნენ.