მიწის რეგისტრაციის საკითხებზე ისაუბრეს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე.
25 სექტემბერს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა და სოფელ ვედიდკარის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ბახია, მიწის კომისიის წევრებთან ერთად, ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში ახორციელებს მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტს.
პროექტის განსახორციელებლად ქვეყნის მასშტაბით გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით შერჩეულია 12 დასახლება, მათ შორის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი ვედიდკარი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების აღწერა და რეგისტრაცია;