28 სექტემბერს 12:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
ბიუროს სხდომაზე გასატანად გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 აპრილის N33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/