სალხინოს სასახლის კამერატა 2018-ის გახსნა

საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის, „სალხინოს სასახლის კამერატა“-ს, გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

28 სექტემბერს კამერული მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე, ქართველი შემსრულებლები – ვალერიან შიუკაშვილი და თამარ ლიჩელი წარსდგნენ.

ფესტივალი ხორციელდება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) ლოცვა–კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობი მხარდაჭერით.
ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – შიო აბრახამია,
ფესტივალის დირექტორი- კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

ფესტივალის გახსნას, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილისა და აბაშის პარლამენტარი დეპუტატის ოთარ დანელიას ბიუროს ხელმძღვანელი სოფიო გაბისონია, ფესტივალის სპონსორები, მოწვეული სტუმრები და მელომანები ესწრებოდნენ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content