მარტვილის მუნიციპალიტეტში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ახალი ნაძვის ხე ეწყობა.
პარალელურად მიმდინარეობს ქუჩებში საახალწლო ილუმინაციების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია გაეცნო.
ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 24 დეკემბერს 18:30 საათზე გაიმართება.