პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთვასდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. საღამოს საათებში გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით. ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
მარტვილის მუნიციპალიტეტში ღონისძიებები გაიმართება შემდეგი განრიგით:
06 იანვარი 2022 წელი
• ღონისძიების დაწყების დრო 14:00 საათი
• ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები 15:00-16:10 საათი
• საახალწლო ბაზრობა 14:00-19:30 (ადგილობრივი მეწარმეები, გლინტვეინი)
• მოსიარულე ორკესტრი 15:00-18:00 საათი
• საბავშვო გასართობი სადგურები 15:00-18:00 საათი (სახეზე მოხატვა, ელფები, სახელოსნოები, მასკოტები)
• სანტა კლაუსთან ფოტო სესია 15:00-18:00
• მუსიკალური ანსამბლი ,,დიდგორი“ 18:10-18:40
• მუსიკალური ბენდი ,,გუფი ლენდი“ 18:45-20:00
• საახალწლო ფოიერვერკი