

24 დეკემბერს საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.

ღონისძიება ქალაქის ცენტრში 18:30 წუთზე დაიწყება.

გაგაცნობთ პროგრამას:

1. ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს გახსნიან მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები.

2. ფლეშმობი-ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლთან არსებული სამეჯლისო ცეკვის ჯგუფი “სმარტი”-ს შესრულებით; (ხელმძღვანელი მადი თოდუა)

3. საახალწლო ნომერი-მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელი დაწესწბულებათა ცენტრში შემავალი N-1საბავშვო ბაგა-ბაღის ბავშვებისა და აღმზრდელ-პედაგოგების მონაწილეობით.

4. სიმღერა “ბასტი-ბუბუს” რეპერტუარიდან “ალილო”-მარიამ ბართიას შესრულებით, მუსიკალური ხელმძღვანელი (მასწავლებელი) მარინე კეკელია.

5.სიმღერა “ფანტელი”-(კომპ. მერაბიშვილი) მარიამ ბართიას შესრულებით, მუსიკალური ხელმძღვანელი (მასწავლებელი) მარინე კეკელია.

6. სიმღერა “ლალე”- შესასრულებს ლუკა წოწონავა, მარტვილის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე.

7. სიმღერა სამეგრელოზე “სამარგალო”- შეასრულებს ნანა წულაია, მარტვილის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: