მარტვილში აგრო ბაზარი გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზარი გაიხსნა.
აგრარული ბაზარი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან ერთად გახსნა.
აგრო-ბაზრის მოწყობისთვის 118 459 ლარი გამოიყო. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი. სადაც დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. დღეიდან მათ საშუალება აქვთ კომფორტულ და კეთილმოწყობილ გარემოში განახორციელონ თავიანთი საქმიანობა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content