4 თებერვლის ბიუროს სხდომა

4 თებერვალს, 15:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

  1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №12  დადგენილებაში ცვლილების შეტანის  თაობაზე;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/       

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ფიჭური სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის ლიმიტის განსაზღვრისა და საწვავის გამოყოფის თაობაზე.

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების (პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების-სამსახურის უფროსების) ანგარიშის შეფასება 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პირის მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ანგარიში;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/ 

  1. მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის განხილვის თაობაზე.

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებიდან, მდებარე მუნიციპალიტეტი მარტვილი თავისუფლების ქ N 10 ს.კ: 41.09.04.094.01.508 არასაცხოვრებელი ფართის: 219.68 კვ.მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. მარტვილის საგანმანათლებლო „რესურსცენტრი“-სთვის უსასყიდლო უზუფრუქტის წესით ( არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ( სასოფლო სამეურნეო( სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს.კ: 41.09.34.395 მდებარე ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნ. გეგიას ქუჩის მიმდებარედ, ფართობი 7456 კვ.მ ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით ( არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საკითხები გაიაროს შესაბამისმა კომისიებმა, დაინიშნა კომისიების ჩატარების დრო და დამტკიცდა 11 თებერვალს, 13:00 საათზე, საკრებულოს მორიგ სხდომაზე გასატანი საკითზები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content