25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

2

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის კულტურის სახლში გამართული ღონისძიება წუთიერი დუმილით დაიწყო, რომლითაც პატივი მიაგეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ომში გარდაცვლილ პირებს.

1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.

ოკუპაციის დღესთან დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, აზა ადამიას სახელობის მე-2 საჯარო სკოლამ ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზიცია წარმოადგინა. ღონისძიევაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ სალხინოს, ბალდის, ლეხაინდაოსა და ინჩხურის საჯარო სკოლები.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა და მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა, ღონისძიებაში  მონაწილე მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადაეცა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content