8 აპრილს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ბახია უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს.კ: 41.09.37.229 ფართობი 1600 კვ.მ შენობა ნაგებობა N1; N2) მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი- შალვა ბახია, კომისიის თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 თებერვლის №20 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი- შალვა ბახია, კომისიის თავმჯდომარე/