8 აპრილის ბიუროს სხდომა

8 აპრილს, 13:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს.კ: 41.09.37.229 ფართობი 1600 კვ.მ შენობა ნაგებობა N1; N2) მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 თებერვლის №20 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის გაყოფისა და ახალი დასახლების ,,მამული“-ს შექმნის თაობაზე;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
4. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოების კორექტირებული ნუსხის მოწონების შესახებ.
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
ბიურომ დაამტკიცა, საკრებულოს მორიგ სხდომაზე გასატანი შემდეგი საკითხები:
1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 თებერვლის №20 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის გაყოფისა და ახალი დასახლების ,,მამული“-ს შექმნის თაობაზე;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოების კორექტირებული ნუსხის მოწონების შესახებ.
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება, ორშაბათს, 11 აპრილს, 13:00 სთ-ზე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content