14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.
44 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დედა ენის დღე მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, სკოლებსა და მარტვილის N1 საბავშვო ბაგა-ბაღეში მოკრძალებულად აღნიშნეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრშიც, მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიციები და წაიკითხეს ლექსები, დამსწრე საზოგადოებისთვის ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო ენად, ქართული ენის შენარჩუნებას.
აღნიშნულ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა დაესწრნენ