მარტვილში დედაენის დღე აღინიშნა

14 აპრილი დედაენის დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტში შემავალ № 1 საბავშვო ბაღს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ბაღში მოწყობილი გამოფენა და აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ. ღონისძიების ბოლოს აღსაზრდელებს საჩუქრები გადაეცათ.
დედაენის დღე ასევე აღინიშნა მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში. კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია. ღონისძიების მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცა მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ. ქართული ენის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე ისაუბრეს მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა მურმან წოწორიამ და ამავე სამსახურის თანამშრომელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მარინე თოფურიამ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content