14 მაისს, მარტვილმა ფესტივალ „ჭყონდიდის“ მონაწილეებს უმასპინძლა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით რიგით მე-4 ფესტივალი ,,ჭყონდიდი” გაიმართა.
ფესტივალი ახალგაზრდა ქორეოგრაფის, გიორგი წივწივაძის ხსოვნას მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები.
ღონისძიება მონაწილეებისთვის სიმბოლური საჩუქრების გადაცემით და ფოიერვერკით დასრულდა.
მონაწილეებს საჩუქრები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ გადასცა.ფოტოკოლაჟი