31 მაისი პოლიციელის დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს, ბანძის და დიდი ჭყონის განყოფილების თანამშრომლებს პოლიციელის დღე მიულოცა. „მადლობას გიხდით მოქალაქეების და ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომისთვის, დაუღალავი შრომისათვის და სიმამაცისთვის. გისურვებთ წარმატებებს ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ“- განაცხადა თორნიკე ჯანაშიამ.