ბანძის ადმინისტრაციული ერთეული

ბანძის ადმინისტრაციული ერთეულის ფართობია –  16,24 კვ.კმ;   მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ოდიშ–გურიის დაბლობზე, მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 90 მეტრზე. ქ. მარტვილიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: ბანძა, ლევახანე, ლეკეკელე, ლეპატარე. ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში  ცხოვრობს 920 კომლი, სულთა რაოდენობა შეადგენს 2500-ს.

ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში ფუნქციონირებს  ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია,  წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ძეგელეს უბანი) და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ლეკოტიეს უბანი).   XX საუკუნის დასაწყისში აგებული მაღალი არქიტექტურული სამლოცველო ნაგებობა — სინაგოგა. რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ებრაელებმა დატოვეს. სინაგოგა დღემდე ხელშეუხებლად დგას ბანძაში.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content