ახალი სასწავლო წელი 2022

15 სექტემბერს მარტვილის საჯარო და კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის 328 პირველ კლასელი ყავს. მათ ახალი სასწავლო წელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მოსწავლეებს ონოღიის საჯარო სკოლაში ესტუმრა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

სკოლები სასწავლო წლის დაწყებას სხვადასხვა ღონისძიებებით შეხვდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ, ნაყოფიერ და მშვიდობიან წელს უსურვებს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content