მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის კულტურის სახლმა ლიტერატურულ ფესტივალ „ქუჯი“-ს ფინალს უმასპინძლა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა კონკურსანტმა. ჟიურიმ ათი ფინალისტი შეარჩია. კონკურსში გამოვლინდა გამარჯვებულები. პირველი ადგილი დაიკავა მაგული ტერმაკოზაშვილმა, მეორე ადგილი ნათია ჭინჭარაულმა და მესამე გენრი დოლიძემ.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, მწერლები, პოეტები და მოწვეული სტუმრები ეწრებოდნენ.