სპექტაკლ “წითელქუდა”-ს პრემიერა

🎭18 ოქტომბერს, მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრში სპექტაკლ „წითელქუდა“-ს პრემიერა გაიმართა.

✅სპექტაკლის პრემიერას, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია მოადგილეებთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ პაშა გულორდავასთან და პატარა მაყურებლებთან ერთად დაესწრო.

📌სპექტაკლი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. „თოჯინების თეატრის“ დაარსების იდეის და პროექტის ავტორები არიან: გიორგი წივწივაძე, გოჩა სხულუხია, ზურაბ ჯამბურია. სპექტაკლის რეჟისორი – ლევან გაბრიჭიძე. მონაწილეობდნენ: მათე სოსელია, მადინა თოდუა, მზია ოდიშარია, მადლენა კვესელავა, ირინა ჯანაშია, ირაკლი სურმავა, დოდო ბარამია.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content