მერმა წარმატებულ სპორტსმენებს უმასპინძლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, მოადგილეებთან ერთად, მარტვილელ სხვადასხვა სახეობაში წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს მერიაში უმასპინძლა.
მერმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ მარტვილელი სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობას მნიშვნელოვან წვლილი შეაქვს სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.
აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებული სპორტსმენები მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის აღსაზრდელები არიან. მათ წარმატებებს მიაღწიეს სპორტის შემდეგ სახეობებში: უშუ, ტაეკვანდო, მძლეოსნობა და ჭადრაკი.
სპორტსმენებს მერიისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ: პირველი ადგილის მფლობელებმა – 700 ლარი, მეორე ადგილზე გასულებმა – 500 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა – 300 ლარი მიიღეს.
წამახალისებელი ფულადი ჯილდო გადაეცათ ასევე მწვრთნელებს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content