საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ პოლონელ კოლეგას უმასპინძლა

საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ პოლონელ კოლეგას უმასპინძლა. პოლონეთის ქალაქ ჩარნკოვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იანუშ ვიელგოში მარტვილში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ პოლონელ კოლეგასთან ერთად სხვადასხვა საბავშვო ბაღები და საჯარო სკოლები მოინახულა. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ უცხოელ კოლეგას გააცნო ადგილობრივი ტრადიციები, წეს ჩვეულებები, ისტორია, კულტურა. მათ ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილებები საჯარო სფეროში. მოაწყვეს შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან , რომლებთანაც ისაუბრეს როგორც მათ მიღწევებზე ასევე პრობლემატურ საკითხებზე.
ჩარნკოვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პოლონეთის სხვა დელეგაციის წევრებთან ერთად მარტვილს 19 მაისს ეწვია, 23 მაისს კი მარტვილისა და ჩარნკოვის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content