14 ივნისს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხი:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
აღნიშნული საკითხი გატანილ იქნება, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც გაიმართება, 15 ივნისს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.