31 მაისს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
ბიურომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ის საკითხი დაამტკიცა რომელიც, 3 ივნისს საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა განსახილველად.
საკითხი:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის ონერი კუჭავას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
6.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ გაუქმების ცნობად მიღების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
7.სხვადასხვა